ვინ და რამდენ პროცენტად შეძლებს სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მიღებას - ეკონომიკის მინისტრის განმარტება 

02 აგვისტო 2021, 13:03 2207 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამა გავრცელდება თითოეულ ოჯახზე ვისაც პირველი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი.

ნათია თურნავას თქმით, შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში ოჯახს შეუძლია სესხის მისაღებად  ბანკს მიმართოს.  აღებული იპოთეკური სესხით კი ბინა ან სახლი შეიძინონ. 

პროგარმის მიხედვით თანასუბსიდირებული იქნება 200 000 ლარის ოდენობის სესხი. 

''ოჯახის პირველ და მეორე შვილზე თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი.  მაგალითად დღეს თუ 12% აიღებენ სესხს, აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული. თუ საუბარი არის მესამე და  მეოთხე შვილზე, ამ  შემთხვევაში თანადაფინანსება არის გაცილებით მეტი დაახლოებით 8%, ანუ ასეთი ოჯახი 4% აიღებს  იპოთეკურ სესხს. ხუთი წლის მანძილზე ჩვენ ამ თანადაფინანსებას განვახორციელებთ. 

მეორე კატეგორია არის ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰყავთ სამი ან მეტი შვილი. მათაც ავტომატურად შეეძლებათ  ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით ახალი წევრის შეძენის გარეშეც'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი