ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების და სიტუაციის შენარჩუნების გზა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს.
''ჩვენ ერთის მხრივ უნდა ვმართოთ პროცესი და მეორე მხრივ ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას.
გასულ წელს, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, ასიათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, იყვნენ სახლში და მიიღეს დახმარება რაც შევძელით. 200 ლარიანი დახმარება რაც არ არის საკმარისი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.
ერთის მხრივ დავიცვათ რეკომენდაციები, დავუჯეროთ ჩვენს ექიმებს და მეცნიერებს და მეორეს მხრივ ჩავიტაროთ ძალიან მარტივი აცრა'' - განაცხადა პრემიერმა.