ეპიდვითარება საყურადღებოა, ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების და ამ სიტუაციიდან გადარჩენის გზა - პრემიერი

02 აგვისტო 2021, 11:12 1152 ნახვა

საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ეკონომიკის ზრდა და აღდგენა და მეორეს მხრივ, უნდა ვმართოთ სიტუაცია - განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ვაქცინა გვიცავს და უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია.

"2 მილიონზე მეტი ვაქცინა საქართველოშია და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩავიტაროთ დროულად აცრები. მაქსიმალურად გავაფართოვეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა სოფელში, რეგიონში გვინდა ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, საჭიროა სწორი კომუნიკაცია და მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა იმათ ვინც ავრცელებს ყალბ ამბებს.

პრემიერმა განაცხადა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების და ამ სიტუაციიდან გადარჩენის გზა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში