საქართველოში ფაიზერის კიდევ, 168 ათასი ახალი დოზა შემოვიდა, ამჯერად ის საქართველოს მთავრობამ შეისყიდა.
ფაიზერზე ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, საგრძნობლად იმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ და იგი ფაქტიურად ყოველდღე მატულობს, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ნელ-ნელა ქვეყანაში შეიქმნება იმუნური ფონი.