რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული - კობახიძე 

30 ივლისი 2021, 17:49 742 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული.

„თამამად შემიძლია გითხრათ ის, რაც პრინციპში, უკვე ვთქვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით.

ანუ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ სამი პროცენტი ''ლელოსავით'', მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 99 პროცენტი რომ ავიღოთ, არც მაშინ დაინიშნება.

ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დაინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, იმისათვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში