მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

27 ივლისი 2021, 11:54 477 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა. ამ ცვლილებების მიხედვით უნდა დარეგულირდეს მოპედების რეგისტრაციისა და მათი მართვის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. 

ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, მოპედი არ წარმოადგენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას და იგი გათანაბრებულია კიდურძრავიან ველოსიპედთან.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოპედების ტარება სანომრო ნიშნებისა და მართვის მოწმობის გარეშე აიკრძალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში