დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ყველა მაჩვენებელი რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს გაუარესებულია.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, გაუარესებულია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც მერყეობს 6%-ის ფარგლებში.
მისივე თქმით, ახლა მეტი გვაქვს ინიფიცირება ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში და ვართ დაახლოებით 50-60%-მდე რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.
"განსხვავება გახლავთ ერთი, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინები გვაქვს და საშუალება იმისა, რომ მოსახლეობა ავცრათ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.