6 000 საწოლიდან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ დღეს დატვირთვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია​ - თამარ გაბუნია

26 ივლისი 2021, 15:24 1474 ნახვა

​სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ დღეს დატვირთვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საწოლფონდის მობილიზაცია გრძელდება და მალე საწოლფონდს სულ მცირე 1 500 ადგილი დაემატება.

„სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად.

ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება ჩანს, რომ იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებული ბავშვებისთვის, ვისი მდგომარეობაც მსუბუქად მიმდინარეობს, სასტუმროებში შესაფერისი გარემო შეიქმნება, რათა მკურნალობის კურსი იქ დაასრულონ.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი