ჩვენი ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული - პრემიერი

26 ივლისი 2021, 11:24 4777 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

პრემიერმა მოსახლეობას დღეს ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქების გადასახდელი.

ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას,  ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრფთხოა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი