მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა „მტკიცე სული 2021“-ში იქნება ჩართული.ჯავშანმანქანები თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი.
სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.