ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი მეტოქე დაამარცხა

24 ივლისი 2021, 09:21 1253 ნახვა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე ესპანელი რობერტო კარლოს ბაენა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნიკამ პირველი ეტაპი საათსა და 14 წუთში დაძლია.

29 წლის ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე იაპონელი ტარო დანიელსა და იტალიელი ლორენცო სონეგოს მატჩში გამოვლინდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი