სხალთის ბიბლიოთეკა მკითხველს ელის

23 ივლისი 2021, 20:41 1200 ნახვა

კორონავირუსმა მსოფლიო გააერთიანა და ადამიანები სახლში გამოკეტა. ვინც ინტერნეტის მოხმარება არ იცოდა, მანაც კარგად შეისწავლა ვირტუალური ცხოვრება – ტელეფონი იქცა იმ სამყაროდ, რომლის ამარაც ადამიანი პირისპირ დარჩა. იმედი, რომ ჩვეული ცხოვრება დაბრუნდება, ადამიანებს ჯერ კიდევ შერჩათ. თუმცა ძნელი სათქმელია ძველებურად ცხოვრებას შეძლებენ თუ არა. ამ „ახალ დროში“ წავლენ კი ბიბლიოთეკაში ისინი წიგნის წასაკითხად, იმ წიგნის, რომელსაც ისედაც იოლად მოძებნიან საკუთარ ტელეფონში, იყიდიან და შეინახავენ. რეპორტაჟში გიჩვენებს სხვალთის ბიბლიოთეკას, რომლის თანამშრომლებს ნოსტალგია აქვთ, როცა სოციალური ქსელი არ არსებობდა და მკითხველიც ბევრი ჰყავდათ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი