„მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

23 ივლისი 2021, 18:02 1352 ნახვა

„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის მიერ ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის წართმევის გამო პროკურატურას განცხადებით მიმართა. ტელეკომპანია ითხოვს საკუთარი ნივთის დაუყოვნებლივ დაბრუნებას და მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა ჩაიდინა სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 2 დანაშაული  - პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძარცვა. ფაქტი შეაფასეს პარლამენტში. კულტურის მინისტრის ქმედებას ზღვარ გადასულს უწოდებენ ოპოზიციონერი დეპუტატები. გუშინ ზუგდიდში, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი იმ დროს წაართვა, როცა თეატრის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტმა მასთან კითხვის დასმა სცადა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი