აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს და დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ - ამირან გამყრელიძე

23 ივლისი 2021, 14:49 703 ნახვა

ამირან გამყრელიძემ დამსაქმებლებს მოუწოდა, წაახალისონ თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან. აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს და დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ.

"მაგალითად მე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. ჩვენს ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია. გვინდა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის, 80-85%-ზე ავიდეთ.

მიღებული პრაქტიკაა თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებები. ორჯერად აცრილებისთვის ის, რომ ისინი უფრო მარტივად მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას.

ეს მხოლოდ რეკომენდაციებია,  ჩვენ ვთხოვთ დამსაქმებლებს, მეტად წაახალისონ აცრები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი