თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, პარლამენტში მინდა გიხილოთ - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს 

23 ივლისი 2021, 12:30 1110 ნახვა

თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში, პარლამენტში მინდა გიხილოთ, იმიტომ რომ, ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი - ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ​ ''ფორმულას'' ჟურნალისტს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ჰკითხა: როდის აპირებდა გადადგომას?

პრემიერმა თქვა, რომ რეალურად, ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად.

"თქვენი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია, თქვენ ფინანსდებით  ერთ-ერთი ყველაზე მეტად კორუმპირებული, კრიმინალი კეზერაშვილის მიერ.  თუ არ შეწყვეტთ ამ დესტრუქციას, თქვენთან მე კი არა, ზოგადად სამთავრობო გუნდიც დაასრულებს ურთიერთობას. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. ხართ პირდაპირ პარტიული აქტივისტი, ნაცმოძრაობის წევრი ხართ, რომელიც ფინანსდება ყველაზე დიდი მძარცველი კეზერაშვილის მიერ.

ყველა მოძალადე არის დაჭერილი. სახელმწიფო იყო მოძალადე თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ წარმოადგენთ ნაცმოძრაობას, უშუალოდ თქვენ ( ფორმულას ჟურნალისტს მიმართავს).

სააკაშვილის დროს სახელმწიფო  იყო მოძალადე, ტელევიზიაზე, ბიზნესზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა დაიჭირა. 

თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე, პარლამენტში მინდა, რომ გიხილოთ, იმიტომ რომ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი.

ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, მე ველაპარაკები იმ ადამიანებს, ვინ არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნენ რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად'' - განაცხადა პრემიერმა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი