ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა

23 ივლისი 2021, 10:30 5444 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრები 5 ოჯახი დაიტბორა.

წყალი შევიდა  საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი.

ოჯახები მერიისგან დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ხშირად იტბორება.

მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტი მათ ინვესტორის მოძიებასა და დემონტაჟში უნდა დაეხმაროს.

"ბათუმის წყალში" აცხადებენ, რომ ტექნიკური ჯგუფები დილის 6 საათიდან მუშაობენ. მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.

მათივე განმარტებით უხვი ნალექის შედეგად 5 ქუჩაზე დაახლოებით 10 ოჯახი დაიტბორა.

"ამოტუმბვითი სამუშაოები დილიდან დავიწყეთ და მთელი დღე გაგრძელდება. დატბორვა უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. აღნიშნული ლოკაციები ქალაქის დაბალ წერტილებში მდებარეობს და წყლის გატარება სწრაფად ვერ მოხდა"-აცხადებენ "ბათუმის წყალში".

​აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა და მუნიციპალიტეტის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში