კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო გერმანიის ხელისუფლება COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით უფრო მკაცრ ზომებზე მსჯელობს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა. მერკელის თქმით, საუბარია "დელტა" შტამით ინფიცირების რიცხვის ზრდაზე. სავარაუდო ზომებს კანცლერი რეგიონალურ პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილავს, რომელიც ქვეყანაში წყალდიდობასთან დაკავშირებით იგეგმება. კანცლერმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა .