ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.
გიორგი კალანდარიშვილს 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ოთხმა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.
ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის დამტკიცებას სულ მცირე 100 ხმა სჭირდება.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს.