22 ივლისის მონაცემებით, აჭარა კორონავირუსის 238 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა - 83 პაციენტი.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 339 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 59, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პირი.
1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 901 - თბილისში, 361- აჭარაში. 14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 057 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 219, პირი, აჭარაში - 2 141.