ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

21 ივლისი 2021, 18:05 752 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნებში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 187 მილიონ 700 ათასი მოქალაქეა უკვე აცრილი, რაც   ზრდასრული მოსახლეობის 51,3%-ს შეადგენს. მონაცემებს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს. სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის წილის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს მალტა იკავებს. ქვეყანაში მოსახლეობის  83,6% აცრილია.  

მეორე ადგილზე ვაქცინირებულ მოქალაქეთა  65,1%-ით უნგრეთია, ხოლო მესამეზე  ირლანდიაა   64,8%. ევროკავშირის ქვეყნების 246 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ  ანუ ზრდასრული მოსახლეობის 67,3%-მა ვაქცინის ერთი დოზა მიიღო.  ევროკავშირმა ზრდასრულების პარალელურად ბავშვთა და მოზარდთა იმუნიზაციაც დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი