აჭარაში "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ჩაერთვნენ. აცრა ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა გაიკეთეს.
სულ რამდენი პედაგოგია ამ ეტაპზე აცრილი რეგიონში , ამ კითხვაზე დღეს აჭარის განათლების სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ. არადა, განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში, ეს სწორედ იმაზეა დამოკიდებული რამდენად მზარდი იქნება პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი-განაცხადა დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.