პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება. ამ სხდომაზე ხელახლა ეყრებათ კენჭი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.