''ევროპის ერთა თასზე" ქართველმა და რუსმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს. სპორტალლ.გე-ს ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა და რუსმა იმილ შარაფეტდინოვმა შეხვედრის დროს იჩხუბეს. ამის გამო ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასზე" მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ბულგარეთთან 5:3 მოიგო, შემდეგ კი რუსეთთან 1:6 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი რუმინელებთან დამარცხდა.