აღმოსავლეთ პარტნიორობა ნამდვილი წარმატებაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის - მაია სანდუ

19 ივლისი 2021, 19:20 1106 ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ "ასოცირებული ტრიოს" დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი მონაწილეობა 17-ე კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება, უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული, როგორც სტრატეგიული პლატფორმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნებისთვის. ასევე, განვაახლოთ ჩვენი ერთგულება, კეთილდღეობის მქონე ევროპული მომავლისთვის.

მინდა, დავიწყო ჩვენი გამოსვლა ერთი რამის ცხადად თქმით - აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში და თან, ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით საერთო გამოწვევებს გავართვათ თავი, იქნება ეს კოვიდი, ჰიბრიდული თუ კლიმატის ცვლილებები და კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი, ნამდვილად თვალხილულია. ამავდროულად, ცალკე ჩვენი სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ თანამშრომლობას და ეს ხდება ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი.

ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის. ეს მოხდა წლების წინ. ჩვენ ასევე მოვახდინეთ ვიზალიბერალიზაცია და ჩვენს მოქალაქეებს მივეცით ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ვიზების გარეშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვის არის აქტუალური. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული მოსწრაფებების კუთხით და თან გვაძლევს საშუალებას, რომ მჭიდრო კავშირები დამყარდეს ევროკავშირთან უფრო კონსოლიდირებულ საფუძველზე. მოლდოვისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ვაჭრობა გვეწარმოებინა უშველებელ სამომხმარებლო ბაზართან. 55 პროცენტი აგროპროდუქციისა და 75 პროცენტი არასასოფლო პროდუქციისა ევროკავშირში არის წარმოდგენილი და ხდება მათი რეალიზაცია. ბევრმა მოლდოველმა ახალი უნარები შეიძინა ევროპაში მუშაობის შედეგად და სამშობლოში ჩამოიტანა ახალი გამოცდილება, ახალი იდეები“, - განაცხადა მაია სანდუმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი