პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და ასევე ე.წ. პროფესიონალი წევრები ვერ აირჩია. პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი ხმათა 2/3 - 100 ხმა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
რიგგარეშე სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 82-მომხრე, 8-წინააღმდეგი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩავარდა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი მხოლოდ 2-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მის წინააღმდეგ პარლამენტის 10-მა წევრმა მისცა ხმა.ასევე ვერ დააგროვეს შესაბამისი ხმები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებმა.