მარიამ ბოლქვაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

18 ივლისი 2021, 13:15 1459 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

23 წლის ბოლქვაძემ ფინალში რუსი ვალერია სავინიხი სამ სეტში 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა.

ყაზახური ტურინის საპრიზო ფონდი 60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

მარიამ ბოლქვაძემ კი კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი