საქართველოს ამ ერთ კუთხეში აჭარაში ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ, გააჩნია რა ტიპის დასვენებას არჩევთ: ოჯახთან ერთად გსურთ შვებულების გატარება და ზღვაზე მშვიდად დასვენება, თუ თავგადასავლები გირჩევნიათ. მთიან აჭარაში ზურგჩანთით და კარვებით მოგზაურობა გაქვთ გეგმაში, თუ თანამედროვე სასტუმროების კომფორტს ირჩევთ – აჭარაში ყველა ტიპის მოგზაური და დამსვენებელი იპოვის მისთვის სასურველ გარემოს. ბუნების ხედები, მთის კლიმატი და ნატურალური პროდუქტები - ასეთია მაღალმთიან აჭარაში დასვენება. ტურიზმის პოპულარიზებასა და სტუმრების სიმრავლესთან ერთად საკუთარი სახლი ბევრმა საოჯახო სასტუმროდ აქცია.