შეცვლის თუ არა თამარ ჟვანიას გიორგი კალანდარიშვილი? ეს პარლამენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
სწორედ კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწიეს რეკომენდაცია იურიდიული კომიტეტის წევრებმა. კანდიდატების მოსმენა გუშინ გაიმართა, რომელიც შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატებმა ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის არჩევას გაუწიეს რეკომენდაცია.
საბოლოო კენჭისყრა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება, კანდიდატებს ოპოზიცია იწუნებს.