ღამის კლუბების მფლობელების მოთხოვნები

15 ივლისი 2021, 18:06 1791 ნახვა

ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბების ხელმძღვანელები ობიექტების გახსნას და მუშაობის ნებართვას ითხოვენ. ამ მოთხოვნებით ბულვარის ადმინისტრაციასთან  შეხვედრა გამართეს, თუმცა უშედეგოდ.  მათი ინფორმაციით, იმედოვნებდნენ, რომ რეგულაციების მოხსნა მათზეც აისახებოდა, ამიტომ ღონისძიებები წინასწარ დაგეგმეს, გაყიდულია ბილეთებიც. ირწმუნებიან,  რომ რეგულაციების სრული დაცვით იმუშავებენ. მიეცემა თუ არა ღამის კლუბებს მუშაობის ნებართვა-ამ კითხვით ადმინსიტრაციას მივმართეთ, უწყებაში სატელევიზიო კომენატრს არ აკეთებენ, განმარტეს, რომ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოს რეკომნდაციების შემდეგ მიიღებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში