მედიის წარმომადგენლები 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ - აქცია შსს-თან 

15 ივლისი 2021, 15:26 1569 ნახვა

ლექსოსთვის - ,,ტვ პირველის'' გარდაცვლილი ოპერატორის სოლიდარობის ნიშნად,  პრემიერ-მინისტრისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლები,  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ დაანონსეს, რომ აქციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან პერიოდულად გაიმართება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ მკაცრად დაისაჯოს ყველა მოძალადე და პროცესების წამხალისებელი. 5 ივლისს აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს. პოლიციას კი ამ დრომდე 23 პირი ყავს დაკავებული.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ შორის მხოლოდ უშუალოდ ძალადობრივი ეპიზოდების მონაწილე პირები არიან და არა ორგანიზატორები.

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა დაეკისროს ძალადობრივ პროცესში მონაწილე ყველა პირს. 

ჟურნალსიტებს ასევე არ სჯერათ გამოძიების იმ ვერსიის, რომელიც ლექსო ლაშქარავს ზედოზირებით გარდაცვალებას უკავშირდება.

შაბათს, 17 ივლისს დედაქალაქში მასშტაბურ აქციას აანონსებენ. 

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი