მახვილაურში მურად ჯაყელის ოჯახი,ბათუმის შემოვლითი გზის გაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნით გამოასახლეს. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა და დანით ჭრილობა მიიყენა მუცლის არეში. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოსახლება უკანონოდ მოხდა, რადგან ქონება სასამართლოს დაყადაღებული ჰქონდა. კომპენსაციასთან და ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში არ დასრულებულა. ჯაყელების ოჯახი 30 წელზე მეტია 3 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობს. აღსრულების ბიუროს პრესცენტრის ინფორმაციით, სახლი საჯარო რეესტრში ოჯახს რეგისტრირებული არ აქვს როგორც საკუთრება. გზების დეპარტამენტმა კი ოჯახს 232 000 ლარი დაურიცხა, ასევე 1 წლის განმავლობაში ქირით გაყვანასაც უზრუნველყოფს.