ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ დღეს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს 3 ვაკანტურ ადგილზე საერთო ჯამში 6 პირი წარუდგინა. მათგან ორს ცესკოს თავმჯდომარეობის პრეტენზია აქვს.
ცესკოს მოქმედ თანამშრომლებს გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორი.