ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა შემოვიდა – ამირან გამყრელიძე

14 ივლისი 2021, 12:32 1288 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა შემოვიდა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სულ 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი. 

„ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად 14 000 და 14 000 მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 2 კვირის შემდეგ, ამიტომ ყველა ადამიანს რომ შეხვდეს პირველად აცრილს, მათთვის გარანტირებული იქნება.

ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ ,,ფაიზერზე'' ასაკი დაიწევა 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და  მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ''ფაიზერის'' აღნიშნული დოზები ქვეყანამ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო და ივლისის თვეში, ყოველკვირაში შემოვა დამატებით პარტიები.

საქართველოში ,,ფაიზერის'' ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი