სამხრეთ აფრიკაში არეულობას 72 ადამიანი ემსხვერპლა

14 ივლისი 2021, 09:50 673 ნახვა

სამხრეთ აფრიკაში არეულობების შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას დაპატიმრების შემდეგ დაწყებული გამოსვლები ძალადობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დააზიანეს ბიზნეს-ობიექტები.

სამართალდამცველებმა ათასამდე პირი დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა ჭყლეტას უკავშირდება.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ გამოსვლებს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ზუმა არ გათავისუფლდება.

ყოფილ პრეზიდენტს 15 თვიანი პატიმრობა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო მიუსაჯეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში