საპატიო ქედელი, შუახეველი და ხულოელი - ოთარ ცინარიძე, რომელმაც ათეული წლების წინ მშობლიური კუთხის ისტორიის შექმნაში ერთ-ერთ მთავარი როლი შეასრულა. მისთვის მთავარი ყოველთვის მკითხველი და მათი ერთგულება იყო. საუბრობს გამოცდილების დიდ წლებზე, სამუშაო პროცესში გამოვლილ ბევრ სირთულეზე, რომლის ფონზეც ამბობს, რომ ჟურნალისტიკა რთული პროფესია არაა. 70 წლის დამსახურებული ჟურნალისტი სტატიებს ახლაც წერს.