თქვენ მოძალადეებო - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს 

13 ივლისი 2021, 12:41 1400 ნახვა

''TV პირველის'' ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტებს ადანაშაულებს. სასულიერო პირმა დღეს მედიის წარმომადგენლებს მოძალადეები ეძახა.

''მეთქი, ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ. ალბათ, კარგი იქნებოდა რომ მეთქვა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. მე ვთქვი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი და რა ამბავში ხართ-მეთქი. იმ შეტაკებებს რაც მოყვებოდა, იმას ნუ უკეთებთ ცუდ კომენტარებს

შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები, აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს.

ტვინი რომ გამოგირეცხენ ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო, აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, აძლევთ უფლებას, თქვენ მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა.  

უმრავლესობას რატო გვილახავთ ღირსებას. თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ. ნუ ატრიალებთ ტექნიკურად, „პი-პი-პი“, ნუ ატრიალებთ გამიგე? ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე გაიგე?", - მიმართა ჟურნალისტებს მეუფე ანტონმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი