ყველაფერი უნდა გავაკეთოთ განსაკუთრებით მაღალმა იერარქებმა, რომ ქვეყანაში  ვნებათაღელვა დაცხრეს - მეუფე დიმიტრი 

12 ივლისი 2021, 10:37 2892 ნახვა

ჩვენს ქვეყანაში ვნებათაღელვაა, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაღალმა იერარქებმა, რომ ეს ვნებათაღელვა დაცხრეს - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა. 

მეუფე დიმიტრიმ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა გახდა თუ არა მიზეზი მისი გარდაცვალების, ამას გამოძიება გვიჩვენებს. 

''როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს, ცოდვისაგან ადამიანის გამოსწორება ძალდატანებით გეკრძალებათ. ქრისტე იყო ჯვარცმული და არა ჯვარზე გამკრელი, ქრისტე იყო დევნილი და არა მდევნელი. ამიტომ ყველაფერი ჩვენ სიყვარულით უნდა დავძლიოთ.

თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ბოროტებასთან ბრძოლა და გარკვეულწილად იყო. რამეთუ, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, საკუთარი უწესო, ბილწი ცხოვრების ასე დემონსტრირება - ეს გარკვეულწილად არის ბოროტება. როგორც ბასილი დიდი ბრძანებს - ბოროტებას ნუ კურნავ ბოროტებით, რამეთი ბოროტება მხოლოდ სიყვარულით უნდა განიკურნოს'' - განაცხადა ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში