შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

11 ივლისი 2021, 13:10 1345 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – წერია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი