შეხვედრა შსს-ში

19 ნოემბერი 2016, 00:00 3408 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები ბავშვებს ძალადობის ფორმების, მათ შორის, ბულინგის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეების, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის და მათი პრევენციის, ასევე, ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ ესაუბრნენ. სამართალდამცველებმა ისეთი დანაშაულებიც განიხილეს, სადაც, შესაძლოა, ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლები ან მოწმეები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი