ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები

10 ივლისი 2021, 18:13 1454 ნახვა

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამშობლოს  დაუბრუნდა. საქართველოში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა.ქართველი დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

სიწმინდე ქართულ ეკლესიას გადაეცა და ის საქართველოში სამუდამოდ ბრუნდება. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი,  საგარეო საქმეთა მინისტრი და ინდოელი კოლეგა დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი