ძალადობის ფაქტებზე დაკავებები გრძელდება

10 ივლისი 2021, 18:20 1445 ნახვა

მედიაზე ძალადობის ფაქტებზე დაკავებულების რაოდენობა იზრდება. ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი. საუბარია "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორის, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის ცემის ფაქტებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ბრალი უკვე წარედგინა კიდევ ერთ დაკავებულს. ასევე საქმეა აღძრული იმ ადამიანებზე, რომლებმაც "თბილისი პრაიდის" ოფისი დაარბიეს. დაკავებულებს ბრალი სავარაუდოდ მალე  ოფიციალურად წარედგინებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში