ციხისძირში ახალი დასასვენებელი სივრცე იხსნება

10 ივლისი 2021, 15:00 2061 ნახვა

ციხისძირში მდებარე ყოფილი დასასვენებელი სახლის შუქურას სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. შუქურას სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით განხორციელდა. შუქურას პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად გაიხსნება სასტუმრო და დასასვენებელი სივრცე.

პროექტში 100 თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია კიდევ 100 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. ციხისძირის პროექტის პარალელურად, აჭარა ჯგუფი ძველი ბათუმის ისტორიულ ნაწილში ახალი სასტუმროს პროექტზე  მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი