საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ტრადიციული ბანაკი და საზეიმო დახურვა. ბოტანიკური ბაღი ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა სკაუტებს,რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ. ორგანოზატორების განცხადებით, სკაუტებმა მოილაშქრეს სოფელი მახუნცეთი. მიიღეს მონაწილეობა წყლის აქტივობებში, გაიარეს ტრენინგები და მასტერკლასები სხვადასხვა თემაზე. დახურვის ცერემონიის ფარგლებში გუნდებად დაყოფილმა სკაუტებმა შეასრულეს ჰიმნი, ისაუბრეს მიზანზე, სტუმრებს აჩვენეს ბანაკში ნასწავლი ცეკვები,გამოიფინა მათი ნამუშევრები.