აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
იგი სატელევიზიო კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს, ვახო ხუზმიაშვილი კვლავ წაიყვანს საავტორო გადაცემა ''თავისუფალ სივრცეს'' და იმუშავებს მაუწყებლის კონსულტანტად.
საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნაზიბროლა ქობულაძე დაინიშნა, იგი მთავარი გამოშვების წამყვანია.
ვახო ხუზმიაშვილი საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გასული წლის 16 აპრილს, კონკურსის წესით აირჩიეს, მანამდე კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.