პოლონელი ტურისტი , რომელიც 5 ივლისს თბილისში დაჭრეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კლინიკაში მოინახულა. ნათია თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის.შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ტურისტის დაჭრა "თბილისი პრაიდს" არ უკავშირდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თავს საყურის გამო დაესხნენ.