ტურისტის დაჭრას პრაიდთან კავშირი არ ჰქონია - შსს

07 ივლისი 2021, 15:34 3461 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით პოლონელი ტურისტის დაჭრას ''თბილის პრაიდის'' მოწინააღმდეგეთა აქციასთან საერთო არ აქვს და დამოუკიდებლად მოხდა.

''როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. ინფორმაცია, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება სიცრუეა. იყო შემთხვევა, როდესაც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა, დაპირისპირებასაც კი არ ქონია ადგილი. მიეჭრა ეს პირი და დაჭრა. სულ სხვა ლოკაციაზე მოხდა ფაქტი. 

დაწყებული გვაქვს გამოძიება, დაკავებულია პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება პასუხი'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი