ჩვენი ერთიანი მიზანი ევროპული ოჯახის წევრობაა, მსგავსი ნაბიჯები კი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვაცილებს - ტიკარაძე 

07 ივლისი 2021, 11:26 1088 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალადობა და აგრესია მიუღებელია. ეკატერინე ტიკარაძე ბოლო დღების განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

მინისტრი ამბობს, რომ თითოეული მსგავსი ნაბიჯი ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრობასთან აცილებს. 

''პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს და აუცილებლად უნდა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ ძალადობას და აგრესიას, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ.

აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ოჯახის წევრობა. 

თითოეული მსგავსი ნაბიჯი ჩვენ ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვაცილებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვნახოთ ის გზები, რითაც ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას მოვახდენთ, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და შესაბამისად აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად. ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება იქნება  დაცული. 

აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიცია და რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი