ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შინაგან საქმეთა მინისტრს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განმეორებით იბარებს. როგორც ჟურნალისტებთან ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ისინი შს მინისტრს „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით 5 ივლისამდე იბარებდნენ კომიტეტის სხდომაზე და ახლა ამ მოთხოვნით კომიტეტს განმეორებით მიმართავენ. ფრაქციის შეფასებით, ეს იყო ორგანიზებული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, რაც განახორციელა ასევე ორგანიზებულად, კონკრეტული მარგინალური ჯგუფების ორგანიზებით.