აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული ექსპედიცია იწყება. გზამკვლევში აჭარული სამზარეულოს ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძებიც მოხვდება.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კულინარიული ექსპედიციისას მუნიციპალიტეტებში არსებული ყველის სახეობების, მათი მომზადების ტექნოლოგიების, ტრადიციების შესწავლა და აღწერაც იგეგმება.
უწყებაში ამბობენ, რომ კვლევაში კერძებთან ერღად წარმოდგენილი იქნება ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ასევე შეისწავლიან აჭარული სამზარეულოს ინვენტარსა და ჭურჭელს.