დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად — პრემიერი

05 ივლისი 2021, 11:11 975 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრს, ,,ღირსების მარშის'' ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით მარშის ჩატარება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

"დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის ნაწილისთვის ამ მარშის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე.

შსს არის მუდმივ კონტაქტზე ე.წ პრაიდის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა,

მე მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება და საფრთხეების შეფასება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია.

ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები ვფიქრობ პირიქით, ხელს უწყობს უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციას,  როცა ზედმეტად ხდება ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე. ჩვენს მოსახლეობას ამ ადამიანებთან არავითარი პრობლემა არ აქვს. ყოველდღე ისინი მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებასა და რეჟიმში.

მე ასევე მინდა მივმართო კოტრაქციის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა არის მათი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. პროტესტის ფორმა უნდა იყოს მშვიდობიანი და არ უნდა შეიცავდეს დანაშაულის რაიმე ნიშნებს.

მე არ დავუშვებ არანაირ ქაოსს და სამოქალქო დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვმართოთ რისკები და დღევანდელი დღე ჩავატაროთ ძალიან მშვიდად"-განაცხადა პრემიერმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში